აქონდროპლაზია ადამიანებს არ კლავს და ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი - რამაზ ყურაშვილი
ენდოკრინოლოგი, რამაზ ყურაშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტსა და მოთხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს.
“ეს არის გენეტიკური დაავადებაა. მას ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ჩვენ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ჩვენ ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი“, – აცხადებს პროფესორი ყურაშვილი.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.
წყარო: მედიაცენტრი მთავარი