თეგებით ძიება

„აი ამ ბავშვებს არ უფინანსდებათ მკურნალობა...“ - მარიამ ჩხეიძე აქციიდან ფოტოს აქვეყნებს

იურისტი, მარიამ ჩხეიძე, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების ფოტოს აქვეყნებს და წერს.

„წამალი დაიდოს  

აი ამ ბავშვებს არ უფინანსდებათ მკურნალობა... აქედან ერთ - ერთი პეტრეა, რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარდა. პეტრესნაირ ჭკვიან, გონიერ და მაგარ ბავშვს ცოტას ვიცნობ. როგორ შეიძლება ამ ბავშვებს განვითარებაში შეეშალოთ ხელი მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფოს იმ პასუხისმგებლობის აღება არ უნდა რაც მისი ვალია და მისი პასუხისმგებლობაა... მომავალი ბავშვებისაა. მათი მომავლისთვის ვიბრძვით უფროსები ისე როგორც ჩვენი მშობლები, უფროსი თაობა იბრძოდა და იბრძვის ჩვენი მომავლისთვის.

ნუ წაართმევ ბავშვებს განვითარების უფლებას! ნუ წაართმევ ბავშვებს მომავალს!“ - წერს მარიამ ჩხეიძე.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა