თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს (ვიდეო)
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ, სცემეს და ტელეფონი წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები „ფორმულასთან“ ამბობენ, თავდამსხმელები არასრულწლოვნები იყვნენ.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.