საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.