უკრაინის მოქალაქეობის მიღების მსურველებს უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა ევალებათ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურის შეცვლასთან დაკავშირებით განკარგულებას მოაწერა ხელი.
ახალი რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეობის მიღების მსურველებს უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა ევალებათ. პირებს კი, რომლებსაც უკრაინის წინაშე დამსახურება მიუძღვით ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გადიან, ამ ეტაპზე გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ.