თეგებით ძიება

სიმამაცე არის შინაგანი გადაწყვეტილება, რომ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, წინ წახვიდე

როდესაც კმაყოფილი ვართ ჩვენი წარსული მიღწევებით, ჩვენ ვწყვეტთ ზრდას. კარგი ლიდერი სხვებს გამოწვევებს უსახავს, რაც განაპირობებს მათი კომფორტის ზონიდან გამოყვანას და მორიგი წარმატების მიღწევას.

ლიდერობა არის უნარი, მიაღწიო არაჩვეულებრივ შედეგებს ჩვეულებრივი ადამიანების დახმარებით - ბრაიან ტრეისი;

ორგანიზაციაზე ზემოქმედების ერთადერთი ყველაზე დიდი გზა არის ლიდერობის განვითარებაზე ფოკუსირება. თითქმის შეუზღუდავია ორგანიზაციის პოტენციალი, რომელიც აგროვებს კარგ ადამიანებს, ზრდის მათ ლიდერებად და მუდმივად ავითარებს მათ - ჯონ მაქსველი;

ყველაზე დიდი ლიდერი არის ის, ვინც უბიძგებს ადამიანებს, გააკეთონ მნიშვნელოვანი საქმეები - რონალდ რეიგანი;

ნამდვილი ლიდერი არ არის კონსენსუსის მაძიებელი, არამედ ის კონსენსუსის შემქმნელია - მარტინ ლუთერ კინგი;

ისარგებლე შანსებით, დაუშვი შეცდომები. ასე იზრდები. ტკივილი კვებავს თქვენს გამბედაობას. მარცხი საჭიროა იმისთვის, რომ გამბედაობა გამოგიმუშავდეთ - მერი ტაილერ მური;

მე გავიგე, რომ გამბედაობა უშიშრობას კი არ ნიშნავს, არამედ შიშზე ტრიუმფს. მამაცი ის კი არ არის, ვინც შიშს არ გრძნობს, არამედ ის, ვინც ამ შიშს სძლევს - ნელსონ მანდელა;

სიმამაცე არის შინაგანი გადაწყვეტილება, რომ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, წინ წახვიდე; სიმხდალე არის გარემოებებისადმი დამორჩილება. გამბედაობა შობს შემოქმედებითობას - მარტინ ლუთერ კინგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა