თეგებით ძიება

12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, მას საერთოდ აღარ აქვს კუნთოვანი მასა.

"წნევა იყო დაბალი, როგორც ჩანს ვარდნის დროს კიდევ უფრო დაბალი იყო, კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე. მისი ყოველი მოძრაობის მე მეშინია. ძალიან მძიმე ავადმყოფია. მოვკარი ყური, რომ თითქოს დაიძრა ეს პროცესი [პოლონელი ექიმების ჩამოსვლის] როგორ გაგრძელდება არ ვიცი, თითქოს რაღაც ინსტანციიდან უკვე აქვთ რეკომენდაცია, მაგრამ ამის შემდეგ ლიცენზია უნდა გაიცეს, ლიცენზია ისეთი ამბავია, შეიძლება გაიცეს ერთ საათში, შეიძლება დასჭირდეს თვეები. რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაც კი პატიმარს ათავისუფლებს საერთოდ, მაგრამ ნუ არ ვიცი. გაგზავნილი გვაქვს სტრასბურგში საბუთები", - ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.

ოჯახი მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა