თეგებით ძიება

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

ზახაროვას ცნობით, ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ის სხდომის თავმჯდომარე იქნება. სერგეი ლავროვის ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდება.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ლავროვმა გაერო-ს მთავარი ოფისი მდებარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1 აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა