თეგებით ძიება

"ხალხი, რომელიც გვერდზე არ უდგახართ იმ ცრემლიან ქალებს, არაფერს არ იმსახურებთ" - რის შესახებ წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე იგივე, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების წამლის შეძენის საკითხს ეხმაურება.

"ჩემს ცხოვრებაში აღარ გავაკეთებ საქველმოქმედო აქტივობებს! გიორგის ოპერაცია როგორც კი დასრულდება, სამუდამოდ შევწყვეტ ამ აქტივობებს. ხალხი, რომელიც გვერდზე არ უდგახართ იმ ცრემლიან ქალებს, არაფერს არ იმსახურებთ. თქვენ უნდა დუღდეთ თქვენს უბედურებაში და მშველელი არ უნდა გყავდეთ არავინ. მე პას, მკიდია თქვენი კნავილი დღეიდან. აი ზუსტად ეგრე მკიდია, როგორც თქვენ დაიკიდეთ ის 16 ბავშვი", - წერს დომენიკ მანგო.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა