თეგებით ძიება

სუდანის მიტროპოლიტ, საბას ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

სუდანში, მიტროპოლიტ, საბას ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის 23 აპრილს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს მღვდელმთავარის, სუდანის მიტროპოლიტ საბას ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს და მისი აფეთქება სცადეს. 

არსებული ინფორმაციით მღვდელმთავრის მანქანას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მიმართულებით გადაადგილდებოდა დაბომბეს, ხოლო უშუალოდ სამიტროპოლიტო რეზიდენცია მუდმივი თავდასხმის ეპიცენტრია. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით მღვდელმთავრის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მისი თანმხლები პირები მძიმედ დაშავდნენ. 

 “მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შეტაკებები არ წყდება. ტყვიებით თავს ესხმიან სამიტროპოლიტოს. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ყველგან კვამლია. როგორც ჩანს, მათ სამინისტროებს დაარტყეს, რადგან სამიტროპოლიტოს გარშემო არის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროები. გარეთ გასვლა არ შეიძლება, ეს ძალიან საშიშია” - განაცხადა სუდანის მიტროპოლიტმა საბამ, რომელიც ამ დრომდე საკუთარ ეპარქიაში რჩება.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა