თეგებით ძიება

სამშობლოში დაბრუნდებიან! სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სპეციალური განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.

„გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა