თეგებით ძიება

"ბედნიერებით გასუქებული ქალი სხვაა" - რა ისტორიას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტუმრად ყოფნისას, როგორ დიეტაზეც არ უნდა იყოს, ნამცხვარზე უარს ვერ ამბობს.

"რა მაგის პასუხია და "ერთად პური გაგვიტეხავს" ერთგვარი უღალატობის დათქმის და ნდობის საკითხია, მითუმეტეს, როცა სახლში ხარ სტუმრად, ხოდა როგორ დიეტაზეც არ უნდა ვიყო, არ შემიძლია შემოთავაზებული ნამცხვარი  სიხარულით არ მივიღო. როცა შენს ადამიანებთან ხარ და მათი ღიმილით ტკბები, ნამცხვარიც უნდა მიაყოლო, ფიზიკურადაც ჩაყლაპო ბედნიერი წუთები. 

საყოველთაო ჭეშმარიტება არ გეგონოთ და არ "დააფოლოვოთ", თქვენს ჭკუაზე მოიქეცით, უბრალოდ, უსაყვარლეს მეგობრებთან ვიყავი გუშინ, ისეთებთან, ყოველდღე რომ ვერ ხედავ, მაგრამ სულ რომ გულში არიან, როგორც სამყაროს სანდოობის გარანტირებული დასაყრდენები, ხოდა შევინახე ცხიმოვან უჯრედებში ბედნიერება, სულ დამავიწყდა ცომს რომ არ ვჭამდი ზაფხულამდე. 

ბედნიერებით გასუქებული ქალი სხვაა, სევდით გასუქებული სხვა, შუა უდევს დიდი ზღვარიო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს.

ბარემ რაჭულ შელოცვასაც გასწავლით: "თავი პატარა, ტრაკი დიდი, თავი პატარა, ტრაკი დიდი" - მომავალში თონეში რომ არ ჩავარდეს ქალი/კაცი, იმის თადარიგია", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა