თეგებით ძიება

"ეს "ქართველი ვაჟკაცის" ნამოქმედარია… ეს იმის ბრალია, რომ ქალებს ვაჯერებთ, "როგორ უნდა ეშინოდეს ქმრის"!…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში ქალებზე ძალადობას ეხმაურება და წერს, რომ რაღაც გაუგონარი სჭირს ქართველ ერს.

"ეს ,,ქართველი ვაჟკაცის” ნამოქმედარია…

რაც არ უნდა გაბრაზდე, როგორც არ უნდა დაკარგო აზროვნება, ასეთი სიმხეცე მაინც არ უნდა ჩაიდინო…

გამოვძვრეთ საკუთარი ტყავიდან, რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაც გაუგონარი გვჭირს…

,,ქართველობას გვართმევენ”, , გამორჩეული ერი ვართ”, ,,წილხვედრი ქვეყანა ჩვენია”, ასეთი აზროვნების და შეხედულების შედეგია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მერამდენე ქალი-ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი…

ერთია, ძალადობ ქალზე და უფრო მძიმე სურათია, როცა ამ ძალადობას აყურებინებ შვილს…

ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, ,,როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა”!…

ღმერთის მართლა შეეშინდეს ყველა მოძალადეს, რადგან ყველა მსხვერპლში უფალია!..", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ფოტო გამოაქვეყნა და ძალადობაში ქმარს დასდო ბრალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა