თეგებით ძიება

"რაც გიულიმ თქვა, სრულად ვიზიარებ. მიშა ამ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა იმ ქვეყნისგან, რომლის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გამოც დღეს კლავენ" - გიორგი ჩალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის გიული ალასანიას ეთანხმება, რადგან მიხეილ საკაშვილს მიზანმიმართულად კლავენ.

"გასული 1 საათის განმავლობაში რიგი ჟურნალისტები და მედია საშუალებები ქალბატონი გიულის ამ განცხადებას მიზანმიმართულად და მავნებლურად იყენებდნენ თითქოს ლევანთან ან პარტიასთან მიმართებაში თქვა.

მინიმუმ ძალიან დიდი სირცხვილია ასეთი უტიფარი მავნებლობა.

რაც თქვა სრულად ვიზიარებ მეც. მიშა ამ დამოკიდებულებას რაც მის მიმართ ხდება არ იმსახურებდა იმ ქვეყნისგან, რომლის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გამოც დღეს კლავენ", - წერს ჩალაძე.

შეგახსენებთ, რომ მედიასთან გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა