თეგებით ძიება

"ამ გოგოს თვალი დაუცხრება... სიძლიერე, ინტელექტი და შესაძლებლობები მხოლოდ კუნთებში არ არის" - რას წერს დეა აფციაური?

სოციალურ ქსელის მომხმარებელი, დეა აფციაური წერს, რომ ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ხმა უნდა ამოიღოს.

"გამზარდა არაჩვეულევრივმა დედამ და მამამ, რომლებიც ზუსტად იმას მასწავლიდნენ ბავშვობიდან, რომ არასდროს არავის და არანაირ გარემოებას არ დავეჩაგრე სქესის გამო. არავისთვის არ მომესმინა ვინც რაიმე ფრაზას ჩემთან მიმართებაში დაიწყებდა: “შენ გოგო ხარ და…” და რა ?

მეზრდება გოგო შვილი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერასდროს ვერცერთმა კაცუნამ ვერც კი გაბედოს მისი დაჩაგვრა. იმის მიძახება, რომ ვინმეზე ნაკლებად შეუძლია რამე, რომ ვინმე მასზე მეტია და ამის გამო აქვს მისი ჩაგვრის და მასზე ხელის აწევის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური სხვაობის გამო. 

და ვინც ფემიციდის ესეთ შემთხვევებზე იწყებს კითხვების დასმას: იქნებ რა მოხდა ? იქნებ რა დააშავა ქალმა ? 

ყველა ესეთი ადამიანი იგივე პოტენციური, არასრულფასოვნების კომპლექსით დაბადებული მოძალადე ან ძალადობის ხელშემწყობია !

თუ ურთიერთობა ცდება, მორალს, პატივისცემას და ა.შ უნდა დაასრულო და არა იძალადო !!!

ამ გოგოს დიდი პატივისცემა ჩემგან ამ გამბედაობისთვის, თვალიც დაუცხრება, შვილსაც მიხედავს და საშინელ ამბავში ერთადერთი კარგი ის არის, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს ხმას, უფრო და უფრო მეტი ქალი ამტკიცებს, რომ სიძლიერე, ინტელექტი და შესაძლებლობები მხოლოდ კუნთებში არ არის !", - წერს აფციაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ფოტო გამოაქვეყნა და ძალადობაში ქმარს დასდო ბრალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა