თეგებით ძიება

"დედების შეუპოვრობამ ჯერ თავს ვერ უშველა, მაგრამ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვებს სიკეთე მოუტანა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებმა სულ მცირე, შედეგი გამოიღო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვს სახელმწიფო დააფინანსებს.

"ამ 12-მა ბავშვმა და მათი დედების შეუპოვრობამ ჯერ თავს ვერ უშველა, მაგრამ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვებს სიკეთე მოუტანა - სიცოცხლე აჩუქა.

ესენი რომ არა, რეჟიმი  ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. 

ასეთი ჯაჭვია პოლიტიკური პროცესი. 

ჯაჭვურმა რეაქციამ პეტრემდე და მის ბედქვეშ მყოფებამდეც უნდა მიაღწიოს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა