ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი - რას გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილი?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის – ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.