"დავდგეთ ამ მოტყუებული და გასაცოდავებული დედების გვერდით!!!" - 19:00 საათზე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია დაანონსდა
ექიმი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დღეს, 19:00 საათზე, კანცელარიასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს.
"მშობლებო,დედებო,მამებო,ბებია-ბაბუებო!!! ყველას მოგმართავთ!!!
გამოდით დღეს 7 საათზე და გვერდით დავუდგეთ გამწარებულ დედებს!!!!
დღეს მათ ჭირდებათ ყველას გვერდით დგომა!!!! ხვალ ვის დაჭირდება,არავინ იცის!!!!
არ არის პოლიტიკოსებით სპეკულირების დრო!!!ყველა,პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად,დავდგეთ ამ მოტყუებული და გასაცოდავებული დედების გვერდით!!! ნუ შეგეშინდებათ მოსვლის!!!! ხვალ შეგრცხვებათ!!!!!
"ქართული ოცნების" დეპუტატებო,მომხრეებო!!!თქვენც ხომ გყავთ შვილები?დავუდგეთ გამწარებულ დედებს გვერდით და ნუ გავუშვებთ სახლში წამლის გარეშე!!!!
ყველა,ყვეელა მოქალაქე 7 საათზე პატარების დასახმარებლად!!!!", - წერს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.