თეგებით ძიება

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა - ახალი დეტალები

მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს 23 აპრილს სატვირთოთი დაეჯახა, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილია. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული დედოფლისწყაროში ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გოჩიტაშვილმა დაკავებამდე გზად რამდენიმე, მათ შორის შსს-ს კუთვნილი მანქანაც დააზიანა.

 

ამჟამად გოჩიტაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა