თეგებით ძიება

გიდგავართ გვერდში, ამ ეტაპზე ამაზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია - კანცელარიასთან პროტესტის მეექვსე დღეს, ლევან იოსელიანი მშობლებთან მივიდა

კანცელარიასთან აქციის მეექვსე დღეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა.

„გიდგავართ გვერდში. როგორც ინსტიტუცია ვაკეთებთ ყველაფერს, ამ ეტაპზე ამაზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ადამიანურად, მორალურად თქვენს გვერდში  ვართ. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

ცნობისთვის, დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან მშობლების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა