თეგებით ძიება

ფალსიფიკაციაა, ყველა ქართველი მებრძოლი არის ცოცხალი - მამუკა მამულაშვილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე

უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ უკრაინაში 60-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა და 20 დაიჭრა, ფალსიფიკაციას უწოდებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა

"მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ უსვრიათ ისკანდერი ჩვენი მიმართულებით, ეს არის რუსული ფალსიფიკაცია. „ქართული ლეგიონის“ ყველა მებრძოლი არის ცოცხალი და ძალიან კარგად გრძნობს თავს. ერთ-ერთი პირველადი მიზანი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების „ქართული ლეგიონი“ და ეს ჰგავს იმას, რომ თავის ჯარისკაცებს აძლევენ მოტივაციას, „ქართული ლეგიონის“ ნაწილი  გაანადგურონ. ეს არის ჩვეულებრივი ინფორმაციის - ფალსიფიკაცია“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში 60-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოცი დაიჭრა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა