თეგებით ძიება

პირი, რომელიც დედოფლისწყაროში ღარიბაშვილის სახლს მანქანით დაეჯახა, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

გიორგი გოჩიტაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროში, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სახლს დაეჯახა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს, სახელმწიფო ბრალდება ბრალის ფორმულირებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.

რაც შეეხება გოჩიტაშვილს, ის დუმილის უფლებას იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე წარმოებაში კახეთს გადასცენ. 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როცა დედოფლისწყაროში ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანი სატვირთო მანქანით დააზიანა და მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, მან დანაშაული იმ მიზეზით ჩაიდინა, რომ ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალებით დახმარება სთხოვა და უარი მიიღო. 33 წლის კაცს ორი მუხლით ედავებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა