არ გვაინტერესებს, რა კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანი, მთავარია, როგორი ურთიერთობა აქვს სამშობლოსთან - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა დამცველს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები ყველასთვის, ვინც იბრძვის რუსეთისთვის იარაღით ხელში. ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ რა კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანი, მთავარია, როგორი ურთიერთობა აქვს სამშობლოსთან, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ თანასწორობას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა პუტინმა.