თეგებით ძიება

,,რომელ დასახლებებს შეუწყდება ელექტროენერგია? - ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აპრილს, 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალშენი, ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ზემო შუახევი, ბურღულები, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში. 

12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ლიშო, მამადაანები, გოჯიაანები, კვერნაულა, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი, არტანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა