თეგებით ძიება

„გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები! მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ გვერდში დგომით...“– აქონდროპლაზიით დავადებული ბავშვების მშობლები

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას სთხოვენ, შეწყვიტონ მათ დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა.

“მშობლების განცხადება!

გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩარიცხვები!

ყველა ჩარიცხვა უკან დაბრუნდება!

გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ განვმარტავთ:

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან წამლის დაფინანსებას.

ეს არ ნიშნავს ჩვენგან უმადურობას, გთხოვთ, სწორად გაგვიგოთ.

დიდი მადლობა ყველას!

მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ გვერდში ფიზიკურად და მორალურად დგომით!

გთხოვთ გაავრცელოთ ჩვენი, მშობლების, ერთიანი პოზიცია!” - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა