„რატომ არ შეიძლება ბიუჯეტიდან კი არა, სოლიდარობის ფონდიდან გამოიყოს თანხა ბავშვებისთვის?..“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოდის ინციატივით, რომ ის ბავშვები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, სოლიდარობის ფონდიდან დაფინანსდნენ.
„არსებობს სოლიდარობის ფონდი.
ფონდში ბიზნესს შეაქვს თანხები პერიოდულად.
ფონდი ეხმარება მხოლოდ ბავშვებს. ხშირად მითქვამს საჯარო მადლობა მარათონის დროს. ამის მიზეზი მქონია. ობიექტურად, ეს ფონდი ბავშვებს თანხებს ურიცხავს.
ფონდს სრულად აკონტროლებს ირაკლი ღარიბაშვილი.
რატომ არ შეიძლება ბიუჯეტიდან კი არა, სოლიდარობის ფონდიდან გამოიყოს თანხა ბავშვებისთვის. ვისაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება.
შეიძლება. თუ ირაკლი ღარიბაშვილი უცნაურ გაჯიუტებას გვერდით გადადებს და დაფიქრდება რომ სხვისი შვილების სიცოცხლეა მის ხელში“, - წერს ჟორჟოლიანი.