მეორე დღეა ოჯახი 53 წლის ქალს ეძებს
თბილისში, უკვე მეორე დღეა 53 წლის ელიზა მამულაშვილს ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 22 აპრილს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სახლიდან გასვლისას მას ეცვა შავი ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი.
მათივე ცნობით, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ოჯახი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, თუ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდნენ მითითებულ ნომერზე: 577 191 415