„წარმოგიდგენიათ ქვეყანაში რას დაათენებენ, მეორედ მოსვლა რომ ეღირსოთ?“ - ამირან სალუქვაძე „ნაციონალებზე“
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„დააკვირდით, ნაციონალებმა საკუთარი თავმჯდომარე გადაირჩიეს და კეზერამ შიდა წმენდა დაიწყო, მელიას ხალხს დაერივნენ.
წარმოგიდგენიათ ქვეყანაში რას დაათენებენ, მეორედ მოსვლა რომ ეღირსოთ?
ამიტომ უნდა გაიგონოს მაგათ გარე მხარდამჭერებმა ერის ხმა. დიდი ხანია ვწერ, რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, როგორც შიგნით, ისე გარეთ. 20% არ უნდა არყევდეს 80%-ს.
ერთხელაც დამატებით დავწერ ამ თემაზე. კარგია, რომ მომწიფდა“, - წერს სალუქვაძე.