თეგებით ძიება

"ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება...სული მეწვის" - ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ წერს.

"Ავარიამ გიმსხვერპლათ ორივე, ცოლ-ქმარი. როგორ გიყვარდათ ერთმანეთი, გაბო, მაკა უსაშელო ტკივილებო...

ერთმანეთის გარეშე არ შეგეძლოთ, ახლა მოუარეთ ერთმანეთს. ტკივილებით დაღლილები სამტროდაც კი ვერ გაიმეტებდით ადამიანს.... Ეს რა ტრაგედია დატრიალდა, ენით აღუწერელი რამ მოხდა... ავტოავარიამ გიმსხვერპლათ სამტრედიაში და გაგვიფრინდი გაბო....

გლოვობს ჩემი ქუთაისი, გარდაიცვალა გაბრიელ გვიშიანი. ემიგრანტებო, ჩემს იმერეთში გლოვის ზარია.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

Ასეთი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე, ეეჰ, გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა, დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა.

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს გაბრიელის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.

ღმერთო, ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული ... ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა. სული მეწვის, გამძლეობა მოგცეთ უფალმა! ღმერთო, ჩემოოო რა უსამართლობააააა.

ტრაგედიას რომელსაც სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ....

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული გაბრიელ გვიშიანი. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ.

მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა