თეგებით ძიება

ხვალ მიცვალებულთა დღეა - წელიწადში ერთადერთი დღე, როცა დაკარგულებისა და თვითმკვლელების მოხსენიება შეგიძლიათ

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიებას და საფლავთა კურთხევას აღასრულებს.

თომას კვირის სამშაბათი დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეა, რომელიც ეკლესიებში აღინიშნება. ტარდება გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდები, ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს.

ამ დღეს ადამიანები თავიანთი მიცვალებულების სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.

ამ დღეს აუცილებელია გარდაცვლილთათვის ლოცვა. 

ამ დღეს ანუ მიცვალებულთა აღდგომაზე ასევე შეგიძლიათ მოიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთა მოხსენიებაც სხვა დროს არ შეიძლება -  უგზო-უკვლოდ დაკარგულები და  თვითმკვლელები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა