თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს... იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის... გთხოვთ, დაგვაკვალიანოთ, როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?" - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე იტალიაში მყოფ ემიგრანტ ქართველ ლალი როსტიაშვილზე წერს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა და დახმარება სჭირდება.

"იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთიდაიგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე, სამწუხაროდ, ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულას პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოყვება. საელჩო ამბობს , აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება?  ვის, რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?", - წერს თამუნა მუსერიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა