თეგებით ძიება

"გამიმართლა, რომ კიანუ ჩემ გვერდით აღმოჩნდა" - როგორ დაეხმარა კიანუ რივზი ვაინონა რაიდერს, როცა ის ყველამ მიატოვა?

პროფესიონალი მსახიობის კიანუ რივზის ზრდილობას და კეთილშობილებას უამრავი სტატია და ფოტომასალა ადასტურებს.

კინოვარსკვლავმა რამდენიმეჯერ სერიოზული სულიერი ტრავმა მიიღო, თუმცა გასაოცარია მისი დანახვა, როგორ უღიმის ყველას. წლების განმავლობაში, კიანუმ თაყვანისმცემლებისა და მრავალი მსახიობის პატივისცემა დაიმსახურა და გასაკვირი არ არის, რომ ის ვაინონა რაიდერისთვის ერთ-ერთი საყვარელი პიროვნებაა. კიანუმ და ვაინონამ 80-იანი წლების ბოლოს გაიცვნეს ერთმანეთი და მათი მეგობრობა ფილმ „დრაკულაზე“ (1992) მუშაობისას გამყარდა. 30 წლის შემდეგ, The Sunday Times-თან ინტერვიუში ვაინონა იხსენებს, თუ როგორ ეხმარებოდა კიანუ მას გადაღებების დროს, როდესაც მას ერთ-ერთ სცენაში უნდა ეტირა.

რა თქმა უნდა, რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას სურდა, რომ ეს სცენა საუკეთესო გამოსულიყო, ამიტომ მან მკაცრი მეთოდი გამოიყენა. იმისათვის, რომ ვაინონას ნამდვილი ცრემლებით ეტირა, კოპოლამ მსახიობს შეურაცხმყოფელი სიტყვით დაუყვირა, როგორიცაა "მეძავი!". რა თქმა უნდა, ქალმა თავი ცუდად და უპატივცემულოდ იგრძნო, თუმცა კოპოლამ სხვა მსახიობებს სთხოვა აჰყოლოდნენ დამამცირებელი ფრაზების შეძახილში.

მოგვიანებით რეჟისორმა აღიარა, რომ მან სპეციალურად სთხოვა გერი ოლდმენს (რომელიც გრაფ დრაკულას როლს ასრულებდა) ვაინონასთვის უშვერი სიტყვებით მიემართა. რეჟისორის თქმით, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა საქმე იმპროვიზაციას ეხება.

კიანუ რივზმა კი უარი თქვა რეჟისორის მითითებაზე კოლეგისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

„მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გამიმართლა, რომ კიანუ ჩემ გვერდით აღმოჩნდა. ფრენსისი ყველა მათგანს აიძულებდა ჩემთვის ისეთი სიტყვებით მოემართათ, რომ ავტირებულიყავი, მაგრამ კიანუმ ეს არ მაკადრა,’’ - იხსენებს ვაინონა.

კიანუ და ვაინონა შესანიშნავი მეგობრები არიან. ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს მუშაობისას. „ის [ვაინონა] კარგი მეგობარია. იუმორის გრძნობა, ინტელექტუალური გონება, სამყაროს ხედვა, ლამაზი გული, მშვენიერი სული და კარგი მსახიობი, ყველაფერი თავმოყრილია მასში,“ - ამბობს კიანუ.

რაც შეეხება რეჟისორ ფრენსის კოპოლასთან მომხდარ ინციდენტს, ვაინონა რაიდერი ამბობს, რომ მათ ჩვეულებრივ გააგრძელეს კარგი ურთიერთობა.

მიუხედავად ამისა, ის ძალიან მადლიერია, რომ იმ დროს კაინუმ მხარი დაუჭირა.

საიდუმლო არ არის, რომ კინოინდუსტრიაში ქალ მსახიობებისადმი კოლეგების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ნებადართულია. კიანუ რივზმა ვაინონას დაცვა ამჯობინა და მან (კიდევ ერთხელ) დაამტკიცა თავისი წესიერება და პრინციპულობა, როგორც მამაკაცმა და მსახიობმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა