თეგებით ძიება

"ჩვენს სიტყვას, გაერთიანებას, კეთილი მიზნებისკენ სწრაფვას, როგორი დიდი ძალა ქონია..." - რას წერს გიორგი გაბუნია?

იუმორისტი და ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ, ნუცა ბუზალაძეს მორიგ წარმატებას ულოცავს.

მისი თქმით, ხალხის გაერთიანებას დიდი ძალა აქვს.

"როგორი ერთიანობა ვიხილეთ ნუცას, ისევე როგორც ხვიჩას შემთხვევაში და როგორ მიხარია, ყველა შესაძლო ფოტოზე კომენტარზე,ამ პატარა ერმა, ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულებმა,ვაჯობეთ დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს.

დასკვნა:ჩვენს სიტყვას,გაერთიანებას, კეთილი მიზნებისკენ სწრაფვას,როგორი დიდი ძალა ქონია. ერთად დგომით, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და გულშემატკივრობს.

წარმოგიდგენიათ რა მაგარი ამბები შეგვიძლია დავატრიალოთ? 

მოკლედ,ვულოცავ ნუცას,ვულოცავ ყველა ქართველს ამ მაგარ წარმატებას.

გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!", - წერს იუმორისტი.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის, ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა