"ქუთეისი, როგორ ხართ? " - საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოცილაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქუთაისთან მიწისძვრა მოხდა.
"ქუთეისი ? როგორ ხართ ? ნუ რაფერ ხართ?
პატარა მიწისძვრა იყო და დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს არ შეგაშინებდათ", - წერს სეისმოლოგი.
ცნობისთვის, ქუთაისიდან 8 კილომეტრში მაგნიტუდით 3.2 მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები 07:08 საათზე, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ეპიცენტრი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდან ერთ კილომეტრში იყო.