28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვევა.
ევროპელი პოლიტიკოსი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის კოლეგა ილია დარჩიაშვილთან.
"28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსაც ეწვევა. რესპუბლიკის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებების დროს იგი აღნიშნავს მის მხარდაჭერას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების სფეროში რეფორმებისადმი, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.