თეგებით ძიება

"წარმოუდგენელი სისასტიკე, ძალადობა... ამ ქალმა, ეს ნაბიჯი, სწორედ სხვა ქალების დასაცავად გადადგა" - რას წერს ნინო წილოსანი?

საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალზე მოძალადეები ყოველთვის სათანადოდ დაისჯებიან.

"აი, ესაა ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მუდამ ვიბრძოლებთ და არ შევეგუებით. ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება.

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ფოტო, ბოლოს მივხვდი რომ თავად ამ ქალმა, სწორედ სხვა ქალების დასაცავად გადადგა ეს ნაბიჯი.

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მას", - წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ფოტო გამოაქვეყნა და ძალადობაში ქმარს დასდო ბრალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა