თეგებით ძიება
25. 04. 2023 ვიდეო

ჩვენ ისევ, როგორც ცივი ომის წლებში, მივედით საშიშ და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ხაზამდე - სერგეი ლავროვი (ვიდეო)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთს მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს.

"როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს. დასავლური უმცირესობისთვის არავის მიუცია უფლება, რომ მთელი კაცობრიობის სახელით ესაუბრა. რუსეთმა მკაფიოდ ახსნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა, აღმოფხვრა საფრთხეები ჩვენს უსაფრთხოებაზე, რომელიც შექმნილია NATO-ს ქვეყნების მიერ უშუალოდ ჩვენ საზღვრებზე, დაიცვას ადამიანები, რომლებსაც ჩამოერთვათ უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვთქვით, რას და რის გამო ვებრძვით", - თქვა ლავროვა.

სხდომა, რომელსაც ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნიუ-იორკში 24 აპრილს გაიმართა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს და კრემლი თვალთმაქცობაში, ცინიზმსა და გაეროს იმ წესდების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს, რომლის დაცვასაც მიმდინარე სხდომა ეხებოდა.

ვიდეო იხილეთ აქ

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა