აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება - რა ინფორმაცია გავრცელდა?
თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება.
როგორც ცნობილია, მეორე მონაკვეთზე ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მთლიანად წერეთლის გამზირს მოიცავს.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზირის კიდეებში იმოძრავებს.
წყარო: interpressnews.ge