როგორ დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელიც დედოფლისწყაროში ღარიბაშვილის სახლს დაეჯახა - VIDEO
თბილისში, დააკავეს 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს 23 აპრილს სატვირთოთი დაეჯახა.
მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული დედოფლისწყაროში ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
"მთავარი არხი" ავრცელებს ვიდეოს თუ, როგორ დააკავეს სამართალდამცველებმა გიორგი გოჩიტაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაული იმ მიზეზით ჩაიდინა, რომ ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალებით დახმარება სთხოვა და უარი მიიღო. 33 წლის კაცს ორი მუხლით ედავებიან.