"გარდაიცვალა 38 წლის გიგა გოგია, გლოვობს ჩემი ქუთაისი" - შოთო სიახულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გარდაიცვალა 38 წლის, გიგა გოგია. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა ემიგრანტი დედის და მამის შვილი, 38 წლის გიგა გოგია. გლოვობს ჩემი ქუთაისი, ნიკეას სამხედრო დასახლება. უკვე ჩაფრინდნენ საბერძნეთიდან ათენიდან მშობლები და ჩაეხუტა ემიგრანტი დედ-მამა. უკვე 9 წლის მონატრებული შვილის გაყინულ სხეულს.
გიგა, იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასდროს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები", - წერს შოთო სიხარულიძე.