პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI-ს კვლევა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს.
კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:
ილია მეორის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 91%, ხოლო 6% უარყოფითს
კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად
სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.