თეგებით ძიება

გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს - IRI-ის კვლევა

RI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას. შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % - პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % - სასამართლოებს, 36% - ეროვნულ ბანკს, 36% - პარლამენტს, 36% - პროკურატურას, 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა