გამოკითხულთა 65% NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს - IRI-ის კვლევა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს.
კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 65% - მტკიცედ მხარს უჭერს;
15% - გარკვეულწილად მხარს უჭერს;
5% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
9% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
6% - ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი უსაფრთხოებაა.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.