თეგებით ძიება
25. 04. 2023 ბიზნესი

როგორ დავგეგმოთ პატარა ბინის დიზაინი? – 3 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ბინის შეძენა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა მყიდველი საკმარისად კომპეტენტური არ არის და პატარა ფართის სწორად განკარგვა/განაწილება უჭირს.

არახალია, თუ გეტვით, რომ 50 კვადრატულ მეტრამდე ბინის მოწყობა მარტივი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მსგავს „ხათაბალაში“ აღმოჩნდებით, აუცილებელია, „დიზაინერული ხრიკების“ ცოდნა, ცოტაც წარმოსახვის უნარი, ფერთა გამის სწორი განაწილება, კოხტა, ბინასთან შესაფერისი ავეჯის შეძენა და „საოცრებაც“ მოხდება - ფართი დიდი და გაცილებით ნათელი გამოჩნდება.

მნიშვნელოვანია, ოთახის თითოეული სანტიმეტრი გონივრულად გამოიყენოთ, რადგან ადგილის გაფლანგვასთან ერთად, ყველაფერი უღიმღამო და ჭუჭრუტანასავით პატარა არ გამოჩნდეს.

გთავაზობთ 3 რჩევას, რომლებიც პატარა ფართის დაგეგმარებას გაგიადვილებთ:

1. როგორ დავიწყოთ მუშაობა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

დიზაინის შემუშავებისას, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რამდენ ადამიანს მოუწევს კონკრეტულ სივრცეში ცხოვრება? უნდა გაითვალისწინოთ, სახლის სივრცე გასანაწილებელია თუ არა ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვის თუ მოხუცებისთვის - აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ, დაიწყეთ სივრცის დაგეგმარება. მოკლედ რომ თქვათ, ოჯახისთვის უმჯობესი იქნება 50 კვ. მეტრზე ოროთახიანი ბინის დიზაინის პროექტი, ხოლო ერთი ადამიანისთვის -  სტუდიოს ტიპის ბინის იდეა სავსებით მისაღებია. უნდა ვიცოდეთ, რომ სამზარეულოში ადგილის დაზოგვის მიზნით, მაგიდის ნაცვლად ბარის გაკეთების იდეა, ძალიან ჭკვიანურია. 

2. როგორ დავგეგმოთ პატარა სივრცე?

როდესაც პატარა სივრცეში ფეხს შეაბიჯებთ, დახუჭეთ თვალები და წარმოსახვის უნდა ჩართეთ - დაყავით ბინა ნაწილებად და თითოეულ სივრცეს საკუთარი ფუნქციური დატვირთვა მიანიჭეთ. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი კედლისა და იატაკის ათვისება, გონივრულადაა შესაძლებელი.

პატარა სივრცის დაგეგმარებისას ბინის მეპატრონეები ხშირას მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს აერთიანებენ, რაც სივრცის ზრდას უწყობს ხელს. დიდი მისაღების შემთხვევაში „თვალი ტყუვდება“ და იქნება ილუზია, რომ დიდ სივრცეში მოვხვდით. 

გეტყვით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯს - სწორად შერჩეული ნივთები სასურველი შედეგის მიღების გარანტიაა. რეკომენდებულია ისეთი ავეჯის გამოყენება, რომელსაც ტრანსფორმაციის ფუნქცია აქვს, მაგალითად, ასაკეცი საწოლი, გასაშლელი მდივანი, „ტრანსპორტერი“ მაგიდა, ჭერამდე ასული კარადები.

სამზარეულოს მოწყობისთვის აუცილებელია, ყველა უსარგებლო ნივთის გატანა და ადგილის მაქსიმალურად გათავისუფლება. გახსოვდეთ, ყველა ზედაპირი უნდა იყოს მუშა, იქნება ეს ფანჯრის რაფა, თუ კომოდის სივრცე.

3. როგორი უნდა იყოს დიზაინი, ფერები და განათება?

მნიშვნელოვანია, რომ ბინაში ფერები სწორად გაანაწილოთ, რომ ყველაფერი ჰარმონიულად თავსებადი იყოს. გამოიყენთ, რაც შეიძლება ნათელი, ღია ფერები, რადგან ღია ინტერიერზე არჩევანის გაკეთება სივრცის გაზრდის შესაძლებლობას მოგცემთ. იმ შემთხვევაში, თუ „შპალერის“ გამოყენების მომხრე ხართ, აქცენტი პასტელის ფერზე გააკეთეთ. შესაბამისად, უნდა მოერიდოთ ე.წ. პრინტებს, ფერთა გამის სხვადასხვა კომბინაციას... ორიენტირდით ერთი ფერის, ან სადა ორნამენტების მქონე მასალებზე.

რაც შეეხება განათებას, კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ, ჭრელი, ან ბნელი ფერები. სარკეები - აი, რა არის მისწრება! სარკეები ხომ სინათლეს ირეკლავენ, შესაბამისად, სივრცის შეგრძნებას გაგიმძაფრებთ.

იმ შემთხვევაში, თუ ჭერიც დაბალი გაქვთ, მოერიდეთ, დიდი ჭაღების გამოყენებას - გახსოვდეთ, თქვენს სივრცეში ნებისმიერი ნივთი ფართთან შესაბამისობაში უნდა იყოს.  აქცენტი გააკეთეთ მინიმალისტურ, პატარა დიზაინის ჭაღზე, ასევე თქვენთვის ჭერში ჩამონტაჟებული ნათურებიც ზედგამოჭრილი იქნება.

დიზაინში უმჯობესია გამოიყენოთ ნატურალური მასალები:

• კერამიკული ფილა

• ნატურალური ქვა

• ხე, ბამბუკი

• დაძველებული ეფექტის მეტალი

აქსესუარებში:

• ბალიშები, პლედები

• მკაფიო ფერის ტექსტილი

• პატარა ხალიჩები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა