თეგებით ძიება

საქართველოსთვის მშვიდობა უნდა გვეიძულებინა - დიმიტრი მედვედევი 2008 წლის ომზე

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მარათონ "ცოდნაში" 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში შეჭრის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო. 

"უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო," - თქვა მედვედევმა. 

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა