კახეთში ადიდებულმა მდინარემ კაცი წაიღო
კახეთში, ადიდებულმა მდინარე სტორმა 72 წლის კაცი წაიღო.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი შვილთან ერთად მდინარე სტორში გასვლას ავტომანქანით ცდილობდა, რა დროსაც ძრავა ჩაქრა და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. შვილმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა, კაცი კი მდინარემ გაიტაცა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მაშველები.