ნუცას ვერ იტანთ საოცარი ხმის, წარმომავლობისა და შეხედულების გამო, თავი დაანებეთ - რა ამბობს ოსკაროსანი მსახიობი ნუცა ბუზალაძის შესახებ?
ოსკაროსანი მსახიობი, ენ ჰეთეუეი მომღერალ, ნუცა ბუზალაძეზე აცხადებს, რომ ბუზალაძე ფენომენალურია.
როგორც ჰეთეუეი აღნიშნავს, ნუცას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს.
„ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის პარტნიორის გამო, რომელიც შურით იყო სავსე და სცადა ნუცა ჟიურის წინაშე ავტობუსის ქვეშ ჩაეგდო, მაგრამ თქვენ ძალიან გაღელვებთ ის ფაქტი, რომ ნუცა დასაძინებლად წავიდა, რადგან იფიქრა, რომ დღე დასრულებული იყო.
თქვენ ვერ იტანთ მას თავისი წარმომავლობის, შეხედულებების, გამოცდილების და ბევრი რამის გამო. მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია,“ – აღნიშნავს ენ ჰეთეუეი.
მოგვიანებით, თავად ნუცა ბუზალაძემ გაავრცელა მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ჰეთეუეიმ თვითონ დაწერა ნუცას მხარდამჭერი პოსტი. როგორც მომღელალი განმარტავს, პოსტი მსახიობის "ფან გვერდმა" დაწერა.
საკითხთან მიმართებით ნუცას ვიდეო მიმართვას გთავაზობთ.
ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა