თეგებით ძიება

კაცს, რომელიც ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებული ადვოკატის მომსახურებაზე უარს აცხადებს. მას სახელმწიფო წესით დანიშნული ადვოკატი, არჩილ ტუხაშვილი ჰყავს. თუმცა, პროკურატურამ ითხოვა, რომ მას უფლებადამცველი ჰყავდეს.  სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დედოფლისწყაროში შემთხვევა 23 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა