აქციაზე "მონა ლიზას" სკანდირების გამო, აქტივისტი ნიკა კვიტატიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა კვიტატიანი 2 მარტს ე.წ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე "მონა ლიზას" სკანდირების გამო, 2 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
"2000 ლარით დაგვაჯარიმეს მე და მონალიზა,
ლუვრში 1 წელი უფასოდ შესვლა მეკუთვნის", - წერს კვიტატიანი.