სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედებს შეხვდა
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მისვლა სთხოვეს. იქამდე კი უწყვეტი პროტესტის მონაწილე დედებმა მთავრობის კანცელარიიდან ათონელის რეზიდენციამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.
ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მსვლელობა აღარ გაიმართება, თუმცა სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება.